პოლიტიკა

გიორგი გახარია: ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ…

“ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ”, – ასე უპასუხა ფრაქციის ფორმატში მიმდინარე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ “ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან მიაჩნდა თუ არა მას, რომ 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები შეცდომა ან დანაშაული იყო.

“ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეების ჯანმრთელობა შტურმისგან, თავდამსხმელებისგან იქნება დასაცავი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“გასაგებია თქვენი პოზიცია, ისევ თუ დაგჭირდათ ისევ გამოიყენებთ?“ -მიმართა ნადირაშვილმა გიორგი გახარიას, რაზეც პრემიერობის კანდიდატმა უპასუხა: “რა თქმა უნდა“.

მსგავსი მასალები