TOP

გიორგი გახარია: მე თქვენ დაგასრულებთ!

“არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ!“, – ასე მიმართა პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ფრაქციის სხდომაზე.
მან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ქუჩის ოპოზიცია უწოდა და განაცხადა, რომ 2020 წელს ქუჩაში დარჩებიან.

“მინდა გითხრათ, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ. მე თქვენ დაგასრულებთ, საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი დაგასრულებთ. ის, რაც ახლა აქ ხდება, არის “ნაციონალური მოძრაობის“ სახე – ტყუილი, სიცრუე, ადამიანებზე მოდელირებული რეალობეით ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, არამედ ამას თქვენ დღესაც აკეთებთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველ დღე სიმართლის მეშვეობით ეს ხალხი ვამხილოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი მასალები