საზოგადოება

ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემთხვევაში, “მთავარ არხს” დიმიტრი საძაგლიშვილი უხელმძღვანელებს

“მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, უფლებამოსილება დიმიტრი საძაგლიშვილს გადააბარა”, –  ამის შესახებ გვარამიამ, პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან გააცხადა.

“მთავარი არხი“ ჩემს გარეშეც გავა ეთერში. გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი საძაგლიშვილი იქნება.

“გამოვალ თუ არა დღეს აქედან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არ შეგეშნდეთ, თქვენ მაინც იქნებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, დიმიტრი საძაგლიშვილი “რუსთავი 2“-ის იურისტი იყო, ახლა კი “მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორია.

შეგახსენებთ, გვარამიას მიმართ პროკურატურამ ბრალის ახალი დადგენილება გამოიტანა, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას და ყალბი გარიგებების დადებას გულისხმობს.

მსგავსი მასალები