პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი თიანეთში დოჭურიშვილების “დამბალხაჭოს” ოჯახურ საწარმოს ეწვია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თიანეთში დოჭურიშვილების “დამბალხაჭოს” ოჯახურ საწარმოს ეწვია და მისი მომზადების პროცესს გაეცნო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამბალხაჭოს მომზადების ტექნოლოგიას არამატერიალური ძეგლის სტატუსი უკვე 5 წელია რაც მიენიჭა, მსოფლიოში სწორედ მისი დამზადების ტექნოლოგიის უნიკალურობის გამო.

როგორც პრეზიდენტს მეწარმე ეკა დოჭურიშვილმა განუცხადა, არსებობს სხვადასხვა წარმოშობისა და ტიპის დაობებული ყველი, მაგრამ დამბალხაჭოს ძირი ხაჭოსია, სწორედ ამით განსხვავდება სხვა მსგავსი ტიპის პროდუქციისაგან.

„დოჭურიშვილების ოჯახმა პროდუქტის წარმოება სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით დაიწყო და დღეს უკვე წარმოების გაფართოებას და აგროტურიზმის მიმართულებით განვითარებას გეგმავენ, რათა “დამბალხაჭოს” წარმოების პროცესით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლონ.

მეწარმეებმა პრეზიდენტს მომზადების პროცესი გააცნეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი მასალები