საზოგადოება

“მე დავკარგე დედა და ახლა ვხედავ, როგორ ხდება ჩემი ცოლი იმავე ძლევამოსილის ძალების მსხვერპლი“

ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი ტაბლოიდ Mail on Sunday-ს სასექსის ჰერცოგინიას პირადი წერილის გამოქვეყნებისთვის სასამართლოში უჩივიან.

„ჩვენ გვჯერა მედიის თავისუფლების და ობიექტური, სამართლიანი ჟურნალისტიკის. ჩვენ მას დემოკრატიის ქვაკუთხედად მივიჩნევთ, მაგრამ დღეს, ყველა დონეზე გვესაჭიროება მედიის პასუხისმგებლობა, ისე როგორც არასდროს. სამწუხაროდ, ჩემი ცოლი ბრიტანული ტაბლოიდების ახალი მსხვერპლი გახდა, რომლებიც კერძო პირების წინააღმდეგ პროვოცირებენ და არ ფიქრობენ, შედეგებზე. ეს უმოწყალო კაპმანია გასული წლის განმავლობაში უფრო გაძლიერდა, მისი ორსულობის დროს და ჩვენი ახალშობილი ვაჟის მოვლინების შემდეგ“, – ნათქვამია პრინც ჰარის ოფიციალურ განცხადებაში.

 „ადამიანებს ძვირად უჯდებათ ეს უმოწყალო პროპაგანდა, განსაკუთრებით, როცა ის სიცრუე და ბოროტი ზრახვებია. იმის მიუხედავად, რომ თავს ის ვაჩვენებთ, თითქოს არაფერი ხდება – ვერ აღვწერ, რამდენად მტკივნეულია ეს“, – აღნიშნა სასექსის ჰერცოგმა.

მან გაიხსენა დედა, პრინცესა დიანა, რომელიც ავტოკატასტროფაში პაპარაცების დევნის გამო დაიღუპა. „მე დავკარგე დედა და ახლა ვხედავ, როგორ ხდება ჩემი ცოლი იმავე ძლევამოსილის ძალების მსხვერპლი“, – ამბობს პრინცი.

მისი აზრით, ჰერცოგინიას პირადი წერილის გამოქვყნებით ტაბლოიდი ახდენს მკითხველის აზრის მანიპულირებას. პრინცი ასევე ყურადღებას აქცევს იმას, რომ წერილი რედაქტირებული და შემცირებულია იმგვარად, რომ შეიქმნას ტაბლიოდისთვის საჭირო შთაბეჭდილება მისი ავტორის შესახებ.

სასამართლოში პროცესის მოგების შემთხვევაში Mail on Sunday-სგან მიღებული კომპენსაცია ცილისწამების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას მოხმარდება. გამოცემას პრინცის საჩივარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი მასალები