ვიდეოები

“კანონი მამაჩემია…” – დეპუტატის შვილმა ღამის კლუბთან დებოში მოაწყო

„კანონი მამაჩემია“

„კანონი მამაჩემია“ - „ოცნების“ დეპუტატის შვილმა ღამის კლუბთან დებოში მოაწყო, „მთავარმა“ ფარული კადრები მოიპოვა

Posted by მთავარი News on ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2019
პროკურატურამ საქმეზე დააკავა 3 პირი, რომლებიც ვიდეომტკიცებულებაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ.

დაპირისპირება კლუბ “იუნიქის” შესასვლელთან და შელაპარაკება დაცვის თანამშრომლებთან, რაც მათი პატიმრობით დასრულდა – “მთავარი არხის” ინფორმაციით, ბამბის რიგში მომხდარი ინციდენტის მთავარი ფიგურანტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილია.
ლევან ახვლედიანი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პოლიციის სახელით მოითხოვდა კლუბში შესვლას და ის არც დეპუტატი მამის სახელის გამოყენებას მორიდებია. მას შემდეგ რაც ახვლედიანი კლუბში არ შეუშვეს ჩხუბი მოუვიდა. პოლიციამ “იუნიქის” დაცვის წევრები დააკავა.
“მთავარის” მიერ მოპოვებული კადრებიდან ირკვევა, რომ დაკავებულები შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდნენ.
ინციდენტიდან 4 მთვეზე მეტი გავიდა თუმცა პროკურატურამ იმ ადამიანების იდენთიფიცირება ვერ შეძლო , რომლებიც კადრებში ფიგურირებენ . საგამოძიებო უწყებამ დააკავა 3 თანამშრომელი, სამიდან ერთი კი ვიდეომასალაში საერთოდ არ ფიგურირებს.

მსგავსი მასალები