სამართალი

“ბოლო დროს სახლიდან არ გადიოდა… როგორც ჩანს, მეგობარმა გაიტყუა” – გატაცებული და სასტიკად მოკლული 35 წლის მამაკაცის საქმე

5 ოქ­ტომ­ბერს რუს­თავ­ში, მდი­ნა­რე მტკვარ­მა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი გა­მო­რი­ყა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მა­ლე­ვე და­ად­გი­ნეს, გა­ირ­კვა ისიც, რომ ახალ­გაზ­რდა კაცი სას­ტი­კად იყო მოკ­ლუ­ლი – მას სხე­ულ­ზე და­ნით 30 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მსხვერ­პლი 35 წლის ზუ­რაბ და­დე­შე­ლია, რო­მელ­საც სა­ხე­ლი და გვა­რი შეც­ვლი­ლი ჰქონ­და და და­ვით მუმ­ლა­ძის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ოჯა­ხი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ კაცს 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან ეძებ­და. ყვე­ლამ იცო­და, რომ იმ დღეს ის თა­ვის მე­გო­ბარ­თან, გი­ორ­გი გე­თაშ­ვილ­თან (რე­ა­ლუ­რად და­ვით ოქ­რუ­აშ­ვილ­თან, მა­საც გვა­რი ჰქონ­და შეც­ვლი­ლი, ავტ.) ერ­თად წა­ვი­და მან­ქა­ნით, თუმ­ცა მისი კვა­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად თბი­ლის­ში გაქ­რა.

ბუ­ნებ­რი­ვია, ოჯახ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლის ძებ­ნა და­ი­წყო და პირ­ველ რიგ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მისი მე­გო­ბა­რი მი­იყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში და­სა­კი­თხად, მაგ­რამ იგი ამ­ბობ­და, რომ მე­გო­ბა­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ იცო­და, ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ის მუ­ხი­ან­ში ჩა­მოს­ვა.

მომ­ხდარს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცა და ამის შემ­დეგ ისევ და­ი­ბა­რეს მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი გე­თაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში, თით­ქმის 8 სა­ა­თი ყავ­დათ ის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც აქ­ცი­აც კი გა­მარ­თეს და­კა­ვე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა. ისი­ნი გე­თაშ­ვილ­თან ად­ვო­კა­ტის შეშ­ვე­ბას ითხოვ­დნენ, ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ საქ­მე­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც ჩარ­თო და გვი­ან სა­ღა­მოს მი­ე­ცა მის და­სა­ცავ­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ად­ვო­კა­ტი კო­ბა­ი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მისი და­სა­ცა­ვის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა და ბევრ პრო­ცე­სუ­ა­ლურ დარ­ღვე­ვას აქვს ად­გი­ლი. არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო.

რო­გორც ჩანს, გე­თაშ­ვილ­მა აღი­ა­რა, რომ მისი მე­გო­ბა­რი პო­ლი­ცი­ე­ლებს ჰყავ­დათ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ბრალ­დე­ბულ გე­თაშ­ვილს თა­ვი­დან ცრუ ჩვე­ნე­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პო­ლი­ცი­ამ მას ბრა­ლი და­უმ­ძი­მა და და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბაც წა­უ­ყე­ნეს. ად­ვო­კატ, კო­ბა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მას ეს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და ის წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

“შოკ­შია, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლად გა­მო­იყ­ვა­ნეს, რა­საც ნამ­დვი­ლად არ ელო­და. ბრა­ლი შე­იც­ვა­ლა, აბ­რა­ლე­ბენ, რომ მან მე­გო­ბა­რი გა­ი­ტა­ცა, რაც რა თქმა უნდა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლო­ბას. თან ისე გა­ი­ტა­ცა, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩარ­თო, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს შე­უ­თან­ხმდა, რომ შემ­დეგ უნდა მი­ეყ­ვა­ნათ მკვლელ­თან და მკვლელს უნდა მო­ეკ­ლა – შე­იძ­ლე­ბა ერთი ბესტსე­ლე­რის გა­და­ღე­ბა, თო­რემ რე­ა­ლუ­რად ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს ეს არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა”, – აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

kvirispalitra.ge- ს  წყარო უყვება:
“ბოლო დროს მოკლული სახლიდან საერთოდ არ გადიოდა. როგორც ჩანს, მისი ნდობით ისარგებლა მეგობარმა და სახლიდან გაიტყუა. გამოდის, რომ პოლიციელებმა “კანონიერი ქურდების” დავალებით გაიტაცეს დადეშელი და კრიმინალებს მოსაკლავად გადასცეს. რაც შეეხება გვარის შეცვლას, გეთაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ბიჭები უცხოეთში ხშირად დადიოდნენ, იქ ჰქონდათ სამართალდამცავებთან პრობლემები და ამიტომ შეიცვალეს სახელი და გვარი”.

 

რაც შეეხება დაკავებულ პოლიციელებს, მათი ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. ერთ-ერთ ბრალდებულს, პოლიციელ მიხეილ ღუბიანურს უბანში უარყოფითად ახასიათებენ.
“მას პირადად ვიცნობ, ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილი ბიჭია, მამამისი ყოფილი ძალოვანია და ყველა პატივს სცემს, მაგრამ თვითონ რამ გააბოროტა ასე ეს ახალგაზრდა კაცი, ვერ გეტყვით. ერთ ადამიანს ვერ იპოვით უბანში, ვინც მასზე კარგს იტყვის. მთელი ბავშვობა ოცნებობდა პოლიციელი გამოსულიყო და დაიწყო მუშაობა, მაგრამ მას მერე სულ ინტრიგებშია, მთელი უბანი გადაკიდა ერთმანეთს. აწყობდა პროვოკაციებს, აკავებდა ახალგაზრდებს. მორალში რომ არ ჯდება, ისეთი არაეთიკური საქციელები აქვს ჩადენილი. შავი საქმეებისთვის იყენებდა პოლიციის მუნდირს. რამდენიმე ადამიანი გალახა და ამაზე, როგორც ვიცი, გამოძიება მიდის. ბევრჯერ ადვილად გამოძვრა. ვიცი ვინც არის, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი ასეთი რამე თავში თუ მოუვიდოდა, გაოგნებული ვარ”, – გვითხრა ღებიაურის ერთ-ერთმა ნაცნობმა.

 

დიტო დუღაშვილიც რუსთაველია. ის შსს-ს ორგანოებში 2010 წლიდან მუშაობდა და უწყებიდან წელს გაათავისუფლეს.
ამ დრომდე იძებნება ზურაბ დადეშელის მკვლელობის მთავარი ფიგურანტი ზურაბ ჯღარკავა.
ჯღარკავას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ოფიციალური ძებნა გამოცხადდა.
დავით მიროტაძე 2009 წლიდან პოლიციის თანამშრომელია, ეტყობა მას ბევრი ფიქრი არ დასჭირდა თანამზრახველები პოლიციის რიგებში რომ მოეძებნა და საქმეში ჩართო ღებიაური და დუღაშვილი…
რაც შეეხება მოკლულ ზურაბ დადეშელს, როგორც ამბობენ, ის გავლენიანი ფიგურა იყო ე.წ. ქურდულ სამყაროში. ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, მას საქართველოში მეუღლე და სამი შვილი ყავს. მისი ცხედარი სურამში, მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. ადგილობრივები მომხდარით შოკირებულები არიან. მოკლულს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არ იციან რას შეეწირა იგი. ჩვენ შევეცადეთ მოკლულის ოჯახის წევრების პოზიციაც მოგვესმინა, დავუკავშირდით კიდეც მის ახლობელს, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
წყარო: www.ambebi.ge

მსგავსი მასალები