პოლიტიკა

რომან გოცირიძე: ყველას ვეპატიჟები უმაგრეს სახინკლეში, ვინც…

“მე მინდა მივმართო თქვენს კურსელებს, ყველას ვეპატიჟები სახინკლეში, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს”, – ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და მოქმედ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

დღევანდელ სხდომაზე თადუმაძის დიპლომზე არაერთი შეკითხვა დაისვა.

„მინდა მივმართო თქვენს კურსელებს: მეგონა, იქნებოდა ჯგუფში 20 კაცი, მაგრამ თქვენ ახლა თქვით, რომ იყო რამდენიმე ათეული. ალბათ, მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ, აორთქლდება, მაგრამ, მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომინტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში,“- განაცხადა გოცირიძემ.

თავის მხრივ, რომან გოცირიძის ინიციატივის „ორგანიზება“ საკუთარ თავზე აიღო შალვა თადუმაძემ.

„დავაორგანიზებ, ბატონო რომან“,- მიმართა თადუმაძემ გოცირიძეს.

მსგავსი მასალები