საზოგადოება

ხალდეს მერცხლები – ჯოხაძეების ერთი და გასვიანების სამი ოჯახი დაუბრუნდა ხალდეს

ის, რაც რუსებმა მოახერხეს საქართველოს სხვა კუთხეებში, ვერ განახორციელეს სვანეთში!!!  ხალდეში თავისუფლებას თითქმის მთელი სოფელი შეეწირა თავის კოშკებიანად.
ხალდე ორჯერ დაიცალა – 1876 წელს, როცა რუსეთმა გაანადგურა და 1987 წელს, როცა სტიქიის გამო სვანეთის სოფლებიდან ხალხი ქვემო ქართლში გადაასახლეს.

ჯოხაძეების ერთი და გასვიანების სამი ოჯახი დაუბრუნდა ხალდეს – სვანეთში, მეფის რუსეთის მიერ განადგურებულ სოფელს, თავისუფლებას რომ შეწირეს მე-19 საუკუნის ბოლოს.

ტურისტების რიცხვის ზრდის კვალდაკვალ სოფელმა ძველი იერსახე და ღირებულება რომ არ დაკარგოს, ადგილობრივები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ყურადღებას და მხარდაჭერას ითხოვენ.

ერეკლე ჯოხაძე პირველი მერცხალია ხალდეში დაბრუნებულთაგან, 1987 წელს სვანეთში მომხდარი ძლიერი სტიქიის შემდეგ, როცა სხვადასხვა სოფლიდან ხალხი ქვემო ქართლში გადაასახლეს.
მე-19 წელია მამაპაპისეული სახლის გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობს. ბევრნი არიან – 10 დედმამიშვილი, ზაფხულობით 50-მდე გროვდებიან შვილებიან-შვილიშვილებიანად.

ხალდეს მერცხლები

ის, რაც რუსებმა მოახერხეს საქართველოს სხვა კუთხეებში, ვერ განახორციელეს სვანეთში❗️❗️❗️ ხალდეში თავისუფლებას თითქმის მთელი სოფელი შეეწირა თავის კოშკებიანად. ხალდე ორჯერ დაიცალა – 1876 წელს, როცა რუსეთმა გაანადგურა და 1987 წელს, როცა სტიქიის გამო სვანეთის სოფლებიდან ხალხი ქვემო ქართლში გადაასახლეს. 👉 გაიცანით ერეკლე ჯოხაძე, რომელიც პირველი მერცხალია ხალდეში დაბრუნებულთაგან.#იცნობდეხალდეს#ხალდესთავისუფლება

Posted by მთის ამბები / mtisambebi.ge on კვირა, 06 ოქტომბერი, 2019

 

წყარო: mtisambebi.ge

მსგავსი მასალები