Face-ამბები

“ექიმმა რაღაცა ნემსები დამინიშნა… გემოებს სხვანაირად აღიქვამო მითხრა… წყალს ვსვამ და… კინაღამ გავგიჟდი”

გიორგი გოგეშვილი, რომელმაც აფთიაქებში პრეზერვატივები დააზიანა და ხალხი აალაპარაკა შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“ექიმმა რაღაცა ნემსები დამინიშნა და თან დააყოლა:
– ამის კეთებას რო დაიწყებ, შეიძლება იგრძნო რო გემოებს სხვანაირად აღიქვამ, მარა არ შეგეშინდეს, კურსის ჩამთავრებიდან რამდენიმე დღეში გავაო.
თავიდან არაფერი, მარა უკვე 1-2 დღეა წყალს აქვს რაღაცნაირი გემო, აი რაღაცნაირი რა, მარა რო ვიცი მიზეზი აღარ ვაქცევ ყურადღებას.დღეს ჩემი გურული თანამშრომელი მირეკავს (აი ის, საზამთროზე რო პოსტი მიწერია),
– გიორგია, რაფერ ხარ ძამია?
– რა ვქნა დავით, შენ?
ვილაპარაკეთ 1 წთ ალბათ და ბოლოს მეკითხება:
– ი რა იქნა?
– რა “ი”? – მეთქი.
 – გრაფინკას ლიმონის სუნი ვერ გუუყვანე და ფეირი ჩავასხი და დავტიე, გეიტანა სუნი? გეიტანს დავით, სა წავა.
ჯიგარი ხარ ძმაო.
კიდე ქენი ხოლმე”, – წერს გოგეშვილი.

ექიმმა რაღაცა ნემსები დამინიშნა და თან დააყოლა:- ამის კეთებას რო დაიწყებ, შეიძლება იგრძნო რო გემოებს სხვანაირად…

Posted by გიორგი გოგეშვილი on შაბათი, 05 ოქტომბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ პროფესიით ეკონომისტმა, 30 წლის ახალგაზრდა  კაცმა გიორგი გოგეშვილმა რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველო აალაპარაკა. საზოგადოების მხრიდან მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.  ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მან ამ გზით დემოგრაფიაზე იზრუნა. ზოგიც წერდა, რომ ვიღაც „მანიაკი“ კონტრაცეფციულ საშუალებას აზიანებდა და უკან, მაღაზიის თაროზე აბრუნებდა.  ნანახ კადრებზე ბევრიც ხალისობდა.

მოქალაქე პრეზერვატივის ყუთებს ნემსით ხვრეტს და მაღაზიის ვიტრინაში აბრუნებს

♻ მოქალაქე პრეზერვატივის ყუთებს ნემსით ხვრეტს და მაღაზიის ვიტრინაში აბრუნებს♻ ვიდეო, სოციალურ ქსელში მამაკაცმა თავად ატვირთა, წარწერით – „რითაც შემიძლია გეხმარებით გამრავლებაში“ვიდეოს, სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა – ავტორმა, მოგვიანებით გაავრცელა facebook პოსტი და განმარტა, რომ ეს იყო ხუმრობა და დაზიანებული პროდუქცია მან თავად შეიძინა. ამის დამადასტურებელი, პროდუქციის ფოტო და შესყიდვის ქვითარიც წარადგინა.

Posted by Spacesnews • სივრცეები on ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი, 2019

მსგავსი მასალები