სამართალი

თამთა თოდაძე: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება

თამთა თოდაძეს დაზარალებულად ცნობის თაობაზე დადგენილება გააცნეს. მან დიღმის სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვა.

თოდაძის თქმით, საქმის მასალებს გაეცნო, თუმცა შინაარსზე გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს. თოდაძე ამბობს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით კმაყოფილია.

„პროკურატურის მიერ ჩატარებულია ძალიან დიდი საგამოძიებო მოქმედებები. კმაყოფილი ვარ ამ მასალებით. არ მეშინია ჩემი სიმართლის დამტკიცების. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება არ გამიჭირდება“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.

თოდაძე ითხოვს, ილია ჯიშკარიანს პატიმრობა შეეფარდოს და საკრებულოს დეპუტატის მანდატი შეუწყდეს.

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე, ბრალი გუშინ წარედგინა.

მსგავსი მასალები