Face-ამბები

„ვიტანჯებოდი… გადიოდა წლები და…“- ია ფარულავას გულახდილი პასუხები

საზოგადოებას ია ფარულავამ ინტიმური ხასიათის ფილმში „სიყვარული ვენახში“ მონაწილეობით დაამახსოვრა თავი. თუმცა მანამდე უამრავი სხვა როლი და ჯილდო იყო. მშვენიერ ია ფარულავას გახმაურებული და სკანდალური ცხოვრება აქვს. მორიგი გულწრფელი განცხადება მსახიობმა Instagram- ზე გააზიარა. ნახეთ რა ჰკითხეს ფარულავას…

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს, რომ ია ფარულავა სახლში ხშირად იკეტება. მისთვის განმარტოვება ახალ ენერგიების მოკრებასთანაა დაკავშირებული. მაგრამ, სახლში მარტო დიდხანს ვერ ძლებს. როგორც სოციალურ ქსელში დაწერა, მისთვის ერთი დღე სავსებით საკმარისია დეპრესიული ხასიათის მოსაშორებლად. ია ცუდ ხასიათზე, ალბათ არავის უნახავს. ულამაზესი მსახიობი რამდენიმე საქმიანობითაა დაკავებული. ია თბილისის გამორჩეულ ძველ უბანში სასტუმროს ბიზნესით, გადაცემა “ფარული კონვერტის” წამყვანობით და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობითაა დაკავებული.

სოციალურ ქსელში და რეალურ ცხოვრებაში იას უამრავი კითხვას უსვამენ. თავის მოვლის საშუალებები ახლა უკვე ძველი თემაა. ფარულავას თაყვანისმცემლები გულახდილ პასუხს სიყვარულზე, “რუსთავი 2”- ში დარჩენაზე, კაცების სურვილებსა და უწმაწური სიტყვების გამოყენებაზე სთხოვენ. ყველა ამ კითხვას ვარსკვლავმა საკუთარი Instagram- ის „სთორიში“ უპასუხა.

ყველაზე აქტუალური თემა ისევ და ისევ „რუსთავი 2“ აღმოჩნდა. კითხვაზე თუ რატომ არ დარჩა ია ფარულავა არხში, მან გამომწერებს კიდევ ერთხელ უპასუხა- “1.სხვა არხიდან  არანაირი შემოთავაზება არ მომსვლია, 2. ტვ „იმედში“ დაბლოკილი ვარ, 3. ვიღაცებს აქვთ გადაცემები და მე სახლში უგადაცემოდ უნდა წავსულვიყავი? ამას ვერავინ მიიღებს! ია ფარულავა ეკრანზე უნდა იყოს!“ ასევე მსახიობის პირადი ცხოვრებითა და სიყვარულით დაინტერესებულებს იამ ვრცლად განუმარტა – სიყვარულზენურაფერს შემეკითხებით რა… მთელი ცხოვრება შეყვარებული ვიყავი, მერე ვიტანჯებოდი, გადიოდა წლები და რა დებილი ვიყავი ვიძახდი! შეიყვარეთ საკუთარი თავი!“

 

მსგავსი მასალები