ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

“ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა…” – “ჩიკას” არაორდინალური ქორწილი

პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირი „ჩიკა“, რომლის როლსაც მსახიობი ანი ჩირაძე ასრულებს, დაქორწინდა. მისი რჩეული ცნობილი მზარეული კოტე თედელურია.

ქორწილი თელავში შედგა, წყვილს საკმაოდ არაორდინარულად ეცვა.

აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი…

Posted by გოგა ჩანადირი on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2019

ქორწილის ფოტოებს ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აღმოჩნდა, რომ წყვილმა ხელის მოწერა თელავში გადაწყვიტა, მეჯვარეებად კი სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი და მსახიობი ეკა ჩხეიძე აირჩიეს.

მსახიობი და იურისტი ანა ჩირაძე, მსახიობობის პარალელურად, გარკვეული პერიოდის მანძილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. კონტანტინე თედელური კი ერთ-ერთი რეიტინგული კულინარიული გადაცემა „მასტერ-შეფის“ შეფია.
კონსტანტინე თედელური სარესტორნო სფეროში 2005 წლიდან მუშაობს. იგი ყველასგან გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებით. არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის დამაარსებელი. წყვილს პირველი ქორწინებიდან შვილები ჰყავთ.

 

მსგავსი მასალები