Face-ამბები

TV “პირველს” ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს

“ტელეკომპანია პირველის“ დირექტორად ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ინიშნება”, – ამის შესახებ არხის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა, “facebook”-ის პირად გვერდზე დაწერა.

ინგა გრიგოლია ტელეკომპანიის დირექტორის პოსტზე პაატა კაკაურიძეს ცვლის.

საჯარო რეესტრმა დღესვე უნდა ასახოს ცვლილება, თუკი ჩაბარებულ დოკუმენტებს არ დაახარვეზებს.

“გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით. ინგა “პირველზე” იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში.

უკვე დღეიდან “რეაქციასთან” ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა,” – წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.

Image may contain: one or more people, people sitting and screen

მსგავსი მასალები