ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

ქეთა თოფურია ახალ სიყვარულზე ალაპარაკდა

“A-studio“-ს სოლისტი ქეთა თოფურია, ახალ სიყვარულზე ალაპარაკდა. ქართველმა მომღერალმა გადაცემა “Люди говорят”-ში აღნიშნა, რომ მისი ახალი სიყვარული, ლევ ძენგოვია,  მინსკში, მის დაბადების დღეზე გაიცნო და ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.

“ლევის დაბადების დღე იყო. ის ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის მეგობარია და დაადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდი, ტელეფონზე დამიკავშირდა და მას მერე თითქმის 24 საათი ვკონტაქტობდით. შემდეგ, მოსკოვში ჩამოვიდა. შევხვდით, ყველაფერი ასე დაიწყო – ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა ქეთა თოფურიამ.

აღსანიშნავია, რომ ქეთა თოფურიამ  უკვე გაიცნო რუსი დიპლომატის ოჯახის წევრებიც და ახალ შეყვარებულს თავადაც გააცნო შვილი. გადაცემა “Люди говорят”-ში ქართველმა მომღერალმა გუფისთან დაშორების მიზეზი გაამხილა.

“მინდა, რომ ბედნიერი იყოს. ის არასტაბილური ადამიანია. ჩემთვის მისი სხვადასხვა ქმედებები მიუღებელი იყო, ამიტომ ვუთხარი, რომ დაშორება მინდოდა და დავშორდი“, – აღნიშნა ქეთა თოფურიამ ინტერვიუში.

მსგავსი მასალები