Face-ამბები

“ყველაფერი დაიწყო ასე… ბრძოლის ძალას, მამაოებისა და დედაოების ლოცვა აძლევს”

ბოლოდროინდელ და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია ირონიულად აფასებს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“ღმერთი და ქართული პოლიტიკური რეალობა.

ყველაფერი დაიწყო ასე…
“შაირ-სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა”
მერე იყო მიშა, მკერდზე ჯვარი და ქრისტე ღმერთზე ამოსული მზე და მთვარე.
ამას მოყვა ბოკერია: – “ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს”.

ის საქართველო, სადაც გლდანის ეკლესიიდან დაწყებული და ფერიას მთით დამთავრებული ყველა ეკლესია შემუსრა და შებილწა.

ბოლოს იყო ილია ჯიშკარიანი, რომელსაც “ბრძოლის ძალას, მამაოებისა და დედაოების ლოცვა აძლევს.”

ისე, მამაოები გავიგე და დედაოები რა შუაში არიან?… )))

ჰო და, იყო ნათელი და ნათელში იყო ბნელი და გაურკვეველი…

რა უნდათ ღმერთისგან?.. რატომ არ ასვენებთ ეშმაკი?…
ფინალი ხომ მაინც ერთია -“მარმარილოს ქვა დასწერეს, დასწერეს და დაადვესა:”

სხვაობა მხოლოდ ერთია, იტყვიან თუ არა შენზე შთამომავალნი:
აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა! – 
წერს ხათუნა ხოფერია.

მსგავსი მასალები