მსოფლიო

“ჩვენ მისი წერილი სანაგვეზე მოვისროლეთ” – თურქი მაღალჩინოსნების პასუხი დონალდ ტრამპს

“ჩვენ მისი წერილი სანაგვეზე მოვისროლეთ”, – ასე უპასუხეს თურქმა მაღალჩინოსნებმა დონალდ ტრამპის მიერ ერდოღანისთვის მიწერილ წერილს.

ინფორმაციას ლონდონში დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო „ახლო აღმოსავლეთის თვალი“ ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, თურქმა მაღალჩინოსნებმა გამოცემასთან საუბარში ვინაობის გასაჯაროვებაზე უარი თქვეს.

„წერილის მიწერის თარიღი 9 ოქტომბერია, ზუსტად ის დღე როდესაც ოპერაცია დავიწყეთ. ჩვენმა პრეზიდენტმა 04:00 საათზე ოპერაციიის დაწყებით საუკეთესო პასუხი გასცა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თურქმა მაღალჩინოსანმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს რეჯეფ თაიფ ერდოღანის წერილი მისწერა, სადაც თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის შესაძლო შედეგებზე აფრთხილებდა.

„ნუ იქნები უხეში, ნუ იქნები სულელი“,– სწერდა დონალდ ტრამპი ერდოღანს.

მსგავსი მასალები