Face-ამბები

გიორგი ჩოგოვაძე: საპატრიარქოს გასაგონად, ბიჭი გვაზიარებინეთ… დავდგეთ ერთად!

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი 29 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები 29 წლის სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

„პირველი არხის“ ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის, სანდრო ბერაძის მეგობარი გიორგი ჩოგოვაძე სანდროზე წერს და საზოგადოებას აზარტული თამაშები წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ბიჭმა თამაში დიდი ხნის წინ დაიწყო და არ იცოდა მაშინ სიცოცხლეს თუ ეთამაშებოდა და როცა ეს გაიაზრა, მას მერე მუდმივ ბრძოლაში იყო საკუთარ თავთან – ბრძოლაში, რომელშიც დამარცხდა.

მისი თქმით, სანდროს ეს გადაწყვეტილება რაიმე კონკრეტული თანხის წაგების გამო არ გაუკეთებია. დიდი ხნის მოფიქრებული გეგმა იყო, რომელიც სისრულეში მოიყვანა. შეიძინა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა და ტაქსით მივიდა ცხვარიჭამიას ტყემდე, შემდეგ დედას და ძმას გამოსამშვიდობებლად დაურეკა და შემდეგ 112-ში დარეკა.

„ეუბნება რომ ტყეშია და თავის მოკვლას აპირებს. იმასაც ამბობს რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ბოლოს ეუბნება, რომ ეხლა მეძებეთ ტყეში თქვენი დედაცვატირეო… ამ სატელეფონო ზარის ჩანაწერი ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ სანდროს ხმაც ისმოდეს იმ ბრძოლაში რომელიც თავად დაიწყო. 

P.S. საპატრიარქოს გასაგონად, ბიჭი გვაზიარებინეთ. მონასტერში გავიცანით სანდრო. გთხოვთ გააზიაროთ და შემოგვიერთდეთ. დავდგეთ ერთად“, – წერს სანდროს მეგობარი.

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი 29 ოქტომბერს იპოვეს. ახლობლები 29 წლის სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური. სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები ცხვარიჭამიის ტყეში მიმდინარეობდა. ოჯახის ცნობით, სანდრო ბერაძე ოჯახის წევრებს ტელეფონით ბოლოს 25 ოქტომბერს ესაუბრა.

 

მსგავსი მასალები