საზოგადოება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს ღამით, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან – გიორგი სააკაძის მოედნამდე;

ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან – პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე – “კინო საქართველოდან” – მეტროსადგურ “სარაჯიშვილამდე” და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან – “ისნის” მეტროსადგურამდე.

სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.

მსგავსი მასალები