Face-ამბები

მანჩო გიორგობიანი: ეს კაცისმაგვარი… ამას უნდოდა ქვეყნის პრეზიდენტობა?!

გრიგოლ ვაშაძის აგრესიულ ქმედებას ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი “facebook” – ის პირად გვერდზე გამოეხმაურა:

“და ამას უნდოდა ქვეყნის პრეზიდენტობა?!
ან როგორ ექცევა ლამის შვილის ტოლს და მით უმეტეს სამართალდამცავს, რომელმაც მომავალში ჩვენი და ჩვენი შვილების მშვიდი ცხოვრება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად…
ეს კაცისმაგვარი რა მაგალითს აძლევს ახალგაზრდობას?!” – წერს მანჩო გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამატარე, კაცო, ჩემს ქალაქში ვარ. გამატარე, რა. ჩემს ქალაქში ვარ, ბიჭო. ჩემს ქალაქში ვარ, რას აკეთებ, ნორმალური ხარ?“, – ასე მიმართა გრიგოლ ვაშაძემ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელს, ამის შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი მასალები