Face-ამბები

ია მეტრეველი: ახლოვდება ჩემი უბედურების დღე…

ხვალ, 23 ნოემბრის ღამეს ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წელი შესრულდება, ამასთან დაკავშირებით შვილმკვდარი დედა, ია მეტრეველი “facebook”- ის პირად გვერდზე წერს:

ახლოვდება ჩემი უბედურების დღე. ჩემი ბუტიკო როგორ წამართვეს ამ სისხლის მსმელებმა… მაშინ, როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. რამდენი დედა გააშავეს, რამდენი ახალგაზრდა, უდანაშაულოდ მიწაში ჩააწვინეს და კიდევ რომ დაბრუნება სწადიათ ხელისუფლებაში. ვერ ეღირსებით შეგაკვდებით და ვერ დაბრუნდებით!” – წერს ია მეტრეველი.

Image may contain: 1 person

შეგახსენებთ, რომ 2004 გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რასაც გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების და საზოგადოების მხრიდან დიდი მოყვა პროტესტი.

ბუტა რობაქიძის მშობლები წლების განმავლობაში იბრძოდნენ სამართლიანობის აღდგენისთვის და ერთადერთი შვილის მკვლელობაში თანამონაწილეების სამართლებრივად დასჯას ითხოვდნენ.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო.

19 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 19 ნოემბერს წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

მსგავსი მასალები