პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მატროსოვის ციხე არ “დააბოქლომონ” და დანარჩენს ავიტანთ

“ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ “დააბოქლომონ” და დანარჩენს ავიტანთ”, – იუსტიციის მინისტრი “დაბოქლომების” სერიებს გამოეხმაურა.

მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ განხორციელებულ “დაბოქლომების” პროცესებს არასერიოზულს უწოდებს.

“ეს არის ჩვეულებრივი არასერიოზული პროცესი იმიტომ, რომ როგორც ირკვევა მათ მეტი არაფერი დარჩენიათ გარდა ამგვარი სახალისო საპროტესტო აქციისა. ვისურვებდი, რომ მატროსოვის ციხე არ “დააბოქლომონ” და დანარჩენს ავიტანთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი მასალები