ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

„კლუბური ნარკოტიკი გამისინჯავს… ძვირფასი ადამიანი შეეწირა ამას“ – ლიზა ყენიას აღიარება

ცნობილი ქართველი მომღერალი და არასტანტარტული გარეგნობით გამორჩეული ლიზა ყენია თანატოლებში საკმაოდ აქტუალურია. მაია ჯაბუას ქალიშვილი ქართული ბომონდის განუყოფელი ნაწილი და გასართობი შოუების ხშირი სტუმარია. გარდა ამისა, სხვადასხვა რეალითი გადაცემის რეიტინგული მონაწილეა.

სოციალური ქსელიდან ნათლად ჩანს, რომ ლიზას ცხოვრების მოდუნებული ტემპი არ იზიდავს და ახალ დაბრკოლებებს ეძებს. მისი დილაც უჩვეულოდ იწყება. ბევრი ადამიანის დილა ძვირადღირებული სასტუმროს აუზზე არ იწყება, მით უმეტეს ულამაზეს საცურაო კოსტიუმში. ყაზბეგის მწვანე მთები, მზიანი ამინდი, რა თქმა უნდა, ლიზას ცეცხლოვანი ტანი ამ ადგილს მეტს ხიბლს მატებს.შეამჩნევდით, რომ თამამი, მიმზიდველი და თანამედროვე ლიზა ყენია გამოირჩევა თანატოლებს შორის.

View this post on Instagram

✈️Okay Summer Is The Best 🔥

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

მისი ხმის ტემბრი, გარეგნობა და მანერები სხვადასხვა პროექტებიდან დაამახსოვრდა საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მომღერლის ქალიშვილია, მან საკუთარი იმიჯი შექმნა და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

კლუბური ნარკოტი

• კლუბურ ნარკოტიკს მოიხმართ?🎥 გადაცემა სრულად | www.bit.ly/33U62bj#სიცრუისდეტექტორი #აქიმედია

Posted by სიცრუის დეტექტორი • Sicruis Deteqtori on შაბათი, 16 ნოემბერი, 2019

ლიზა ყენიამ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ აღიარა, რომ კლუბურ ნარკოტიკს მოიხმარს. თუმცა, შემდეგ დაამატა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბური ნარკოტიკი მოსწონს.

„ვფიქრობ, ეს არ იყო ის ქმედება, რაც გამართლებული აღმოჩნდა. ბავშვური ინტერესი დავიკმაყოფილე და მივხვდი, რომ ეს თემა ინტერესს არ წარმოადგენს. ჩემთვის ძვირფასი ადამიანიც შეეწირა ამას და ამასთან დაკავშირებით დავწერე კიდეც და მოვუწოდე ყველას, რომ იყონ სურვილებზე მაღლა“, – განაცხადა ლიზა ყენიამ.

 

მსგავსი მასალები