TOP

„დამთავრდა ბაირამობა და ლობიოობა“ – სააკაშვილი ქუთაისში მომხდარ დაპირისპირებას ვიდეო-ჩართვით ეხმაურება

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას Facebook- ვიდეოჩართვით ეხმაურება.

„თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომლებს, უბრალო მოქალაქეებს, ჩვენს მომხრეებს, ქუთაისელებს, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებს, წესიერ პოლიციელებს, უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება, რომლებიც იქცნენ საჯდომის და სინამდვილეში ივანიშვილის კულტის ნებაყოფლობით მსახურად, ეს კანონების დარღვევაა. ამ ხალხს საზოგადოებამ და კანონმა სულ მალე უნდა გასცეს პასუხი“, – ამბობს სააკაშვილი.

აქვე, ყოფილი პრეზიდენტი ხვალიდან იურისტთა ჯგუფის შექმნას აანონსებს.

„ჩვენ ხვალიდან უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღოთ ტელევიზიებიდან ყველა სახელი და გვარი, ადამიანის უფლებების დამრღვევი პოლიციელების, ყველა ვინც არბევს, სცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში და ყველა მათგანზე უნდა შევიტანოთ სარჩელი და დავიწყოთ სამართლებრივი პროცედურა.

ყველანი ძალიან მკაცრად აგებთ პასუხს, დამთავრდა ბაირამობა და ლობიოობა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ცოცხები და კვერცხები ესროლეს, კარზე კი საღებავით „საქათმე“ დააწერეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ამით მათ ცხრაწლიანი მმართველობა შეახსენეს.

 

Posted by Mikheil Saakashvili on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2019

მსგავსი მასალები