TOP

“წინასწარ გიხდით მადლობას გულშემატკივრობისთვის” – ნიკა გვარამია ოჯახთან ერთად საქართველოს ტოვებს

ნიკა გვარამია ოჯახთან ერთად საქართველოს ტოვებს, ამის შესახებ მან “facebook” – ში, მთავარი არხის გვერდზე დაპოსტა და განაცხადა, რომ დეტალებზე საღამოს ისაუბრებს.

“მეგობრებო, ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

 

დაკავშირებული სურათი

სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც.

უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები. წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის, შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ”, – წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი მასალები