პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: მებაღეობა მირჩევნია პოლიტიკოსობას

ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და აასევე მეზობელი რუსეთის ქმედებებზე Bloomberg-თან ინტერვიუში ვრცლად საუბრობს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპოზიციას დესტრუქციულ ძალებს უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციაა საჭირო.

სტატიის დასაწყისში ხაზგასმულია ივანიშვილის ქონების ოდენობა, რომელიც 5, 4 მილიარდ დოლარს შეადგენს და აღნიშნულია, რომ მისმა მოქმედებებმა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. 

ჟურნალისტი დეტალურად აღწერს მიმდინარე წლის 20 ივნისის მოვლენებს, ამ ფონზე ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით და შემდეგ ამ დაპირებაზე უარის თქმას.

ჟურნალისტი ასევე მიმოიხილავს ივანიშვილის მოკლე ბიოგრაფიას, თუ სად დაიბადა, შემდეგ როგორ განვითარდა მისი ცხოვრება და როდის დაბრუნდა საქართველოში.

ივანიშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში საკონცერტო დარბაზების, მუზეუმების, ბოტანიკური ბაღებისა და ეკლესიების მშენებლობაში უკვე 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.

ინტერვიუში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხო და მეზობელი ქვეყნის მოქმედებებს სიგიჟე უწოდა.

„ის, რაც რუსეთმა გააკეთა სიგიჟეა. მაგრამ ჩვენ თუ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მდგომარეობა არასოდეს შეიცვლება“, -ამბობს ივანიშვილი . 

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებდა.

„დღეს რომ არჩევნები „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, მე პოლიტიკას მაშინვე დავტოვებდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი მასალები