TOP

“ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა

“ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ამასთან, ადეიშვილთან ერთად ბრალდებულ ნიკა მელიას კი, 25 000 ლარის ჯარიმის ოდენობის გადახდა მოუწევს.

ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს “ბანკი ქართუს” საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.

მსგავსი მასალები