სამართალი

ნიკანორ მელიას “ბანკი ქართუს” საქმეზე 25 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკანორ მელია “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიას 2 წლით და 3 თვით თანამდებობაზე მუშაობა აეკრძალა.

ნიკანორ მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა.

ნიკანორ მელიას და ზურაბ ადეიშვილს “ბანკი ქართუს” საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.

მსგავსი მასალები