სამართალი

პროკურორი: ნიკანორ მელიას შეუჩერდება თუ არა დეპუტატის მანდატი, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს

შეუჩერდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკანორ მელიას „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ დეპუტატის მანდატი, ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განუცხადა.

ამასთან, ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, არაუგვიანეს 15 დღისა, საპროცედურო კომიტეტმა განაჩენი უნდა გაითხოვოს და დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადასცეს. როგორც კონდახიშვილი აცხადებს, ამის შემდეგ მანდატის შეწყვეტა პირველივე პლენარულ სხდომაზე მოხდება. ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მანდატის შეწყვეტის საფუძველია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკანორ მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკანორ მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

მსგავსი მასალები