პოლიტიკა

ნიკანორ მელია: რჩება რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება

“საქმე იყო სრულად აბსურდული”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკანორ მელია, სასამართლოს გადაწყვეტილებას “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე.

“რჩება რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება “ქართული ოცნების” დეპუტატების გარეშე, კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ იმ ღილაკს ხელი, რომელზეც არ უნდათ, მაგრამ, უღირთ. აბსურდული საქმე იყო”, – აღნიშნა ნიკანორ მელიამ.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიას 2 წლით და 3 თვით თანამდებობაზე მუშაობა აეკრძალა.

ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა.

ნიკა მელიას ბრალდება “ბანკი ქართუს” საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.

მსგავსი მასალები