სამართალი

20 ივნისის საქმეზე ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო.

აღნიშნულის მიზეზი ბრალდების მხარის შუამდგომლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, პროკურორმა დავით ნეფარიძემ სასამართლოში წარმოდგენილი „ახალი დოკუმენტის გასაცნობად გონივრული ვადა“ ითხოვა.

როგორც მოსამართლე შორენა გუნცაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სასამართლოში სახალხო დამცველის “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება არის წარმოდგენილი, რომელიც ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის პოზიციას ეხება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი მასალები