TOP

მამუკა ღლონტი: მიშას ხელისუფლება მოკვლით დამემუქრა… ამას იმიტომ ვწერ, რომ…

ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს წერს:

“მოკლედ ვიტყვი მიშას ხელისუფლება მოკვლით დამემუქრა ადრე ხალხი რომ ბნელი იყო მაშინ… – ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა მათ შორის ბაჩო კიკაბიძემ, რომელიც ესწრებოდა ამ მუქარის ჩემზე გადმოცემას..

არავის დავცინი არ ვქილიკობ.. არც დაცვა მყოლია, თუმცა ბევრი წელი ველოდი ამ დაპირების ასრულებას, მაგრამ მაინც მოტოთი დავდიოდი.. თვალთვალზე, დარბევაზე, რეკლამის აკრძალვაზე, დესანტის გადმოსხმაზე და პირდაპირი ეთერის დროს ოფისში ხელ-ყუმბარის შემოგდებაზე არაფერს ვამბობ… 

ამას იმიტომ ვწერ რომ.. “საქმე ლაპარაკის ნაცვლად”  მეგობრებო”, – წერს მამუკა ღლონტი.

მსგავსი მასალები