საზოგადოება

ირმა ინაშვილი: კუკავაც არის სააკაშვილ-ბოკერიების გეგმის ნაწილი და მათი “შნირი”

ბატონი კუკავაც არის სააკაშვილ-ბოკერიების გეგმის ნაწილი და მათი “შნირი”, პირდაპირ ამ ტერმინს ვიყენებ, ის ცრუპენტელა და მატყუარაა, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

“არ დავდგებით ჩვენ იქ, სადაც ბოკერიასა და სააკაშვილის ჯგუფია, რადგან ბოროტ ძალასთან ერთად სამართლიანობის მოთხოვნა წარმოუდგენელია. კახა კუკავას ვპასუხობ, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობს იმ 30 პარტიის ერთობას მიმაკეროს. ბატონი კუკავაც არის სააკაშვილ-ბოკერიების გეგმის ნაწილი და მათი “შნირი”, პირდაპირ ამ ტერმინს ვიყენებ, ის ცრუპენტელაა. სააკაშვილ – ბოკერიებს, კუკავას, “მთავარ არხს” მცდელობა აქვთ, “პატრიტთან ალიანსი” ამ საერთო კონტექტს მიაკერონ, რადგან უკვე დისკრედიტაცია განიცადა მათმა ფორმატმა და ერთობამ. ახლა კუკავასაც და სხვებსაც გამოძრომა უნდათ იქიდან. 

კუკავას მინდა ვუთხრა, თავის დროზე როცა ერთიანი ბლოკი გვქონდა, ნული და სრული არარაობა კუკავა – ისევ ჩვენ გავაცოცხლეთ, გამოვიტანეთ პოლიტიკურ ველზე, ეს თურმე შეცდომა იყო. ნულს ყოველთვის უნდა უთხრა, რომ ნულია!” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი მასალები