Face-ამბები

ირაკლი ლატარია: გვარამიას დაიჭერენ მალე და რისთვის? აი, – ამისთვის!!!

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ნიკა გვარამიას მიმართ სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს.

“გვარამიას დაიჭერენ მალე და რისთვის? აი, – ამისთვის!!!

სერგი კაპანაძე – ხელისუფლებისგან მოშორება შეიძლება, იყოს დამხობის სინონიმის მქონე, გამომდინარე იქიდან, რამდენად მტკივნეული იქნება ივანიშვილისთვის ეს პროცესი

(არ პრავდება დანაშაული სერგი, არა)”,  – წერს ლატარია სოციალურ ქსელში.

“ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე  ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამოცანა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა. მისივე თქმით, ხელისუფლებისგან მოშორება შეიძლება, იყოს დამხობის სინონიმის მქონე, გამომდინარე იქიდან, რამდენად მტკივნეული იქნება ივანიშვილისთვის ეს პროცესი.

„ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილი მოვაშოროთ ქვეყნის ხელისუფლებას და ეს გავაკეთოთ არჩევნების გზით. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ყველა ნაბიჯი გადადგმული, სწორედ ამიტომ არის ეს საარჩევნო სისტემა შეთავაზებული. ივანიშვილმა იმდენად გაიდგა ფესვები ყველგან, მათ შორის თავისი ფულის გამო, დაშინების, მოსყიდვის, სხვა არალეგიტიმური ქმედების გამო, მისი დამარცხება და ხელისუფლებისგან მოშორება შეიძლება, იყოს დამხობის სინონიმის მქონე, გამომდინარე იქიდან, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს მისთვის ეს პროცესი. ამიტომ ჩემთვის დამხობა, როგორც ამას სხვები ხმარობენ, არის არჩევნების გზით ხელისუფლების გადაგდება, ხელისუფლების შეცვლა, გასტუმრება ოპოზიციაში. არ გადაგვიხვევია და არც ვაპირებთ, გადავუხვიოთ. ეს გზა ნიშნავს, რომ მათ შორის გამოყენებული იქნება მშვიდობიანი პროტესტის ფორმები“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საზოგადოებამ მოქმედი ხელისუფლება უნდა დაამხოს. მის ამ მოწოდებას სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც აზიარებს.

„საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე.

ამიტომაც, უზურპატორის წინააღმდეგ, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და მისი ხელისუფლებიდან გაშვების ლეგალურ გზებსაც გვართმევს, ჩვენ, ქართველმა პატრიოტმა მედასავლეთეებმა, უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმური გზა და უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დავამხოთ! სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და – სამშობლოს დავკარგავთ“, – წერს გვარამია.

მსგავსი მასალები