Face-ამბები

ნიკა გვარამია: კაცი, რომელმაც მასწავლა, როგორ გამოვიგონოთ თავი ხელახლა

კაცი, რომელმაც მასწავლა, როგორ გამოვიგონოთ თავი ხელახლა, – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია საკუთარ “facebook”- ის გვერდზე წერს.

“შარშანდელი გუშინდელი დღე საკუთარი სასიკვდილო განაჩენივით მახსოვს – მთელი მისი სამეგობროდან, როგორც მახსოვს, პირველად მე გავიგე მისი გარდაცვალება. გავიგე – ანუ “ინფორმაცია შემომივიდა” რ2ის დირექტორს. აღარც ღირს რეაქციის გახსენება, მაგრამ “ომის დროინდელი ფოსტალიონის” საშინელი შეგრძნება კი იყო ბოლო წერტილი – ბევრისთვის მე მომიწია დარეკვა და პირველი რეაქციების მოსმენა.

პატივს ვცემდი. მიყვარდა. სულ მემახსოვრება.

R.I.P. Nika Rurua  კაცი, რომელმაც მასწავლა, როგორ გამოვიგონოთ თავი ხელახლა”, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, 2019 წლის 4 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის” წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა.

მსგავსი მასალები