TOP

დავით თევზაძე: ვიცი, ბევრს არ მოგეწონებათ, რაც ვთქვი…

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, ქართული ჯარის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საკუთარ “facebook” – ის გვერდზე ეხმიანება.

“ამბობენ, ყველა ნათქვამს გამგები ჭირდებაო. მათთვის, ვისთვისაც გაუგებარია ქ-ნი პრეზიდენტის ნათქვამი, ყურადრებით გაეცანით სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ისტიტუტის [(IISS), ბრიტანეთი] მონაცემებს და ადვილად დარწმუნდებით, რომ “რაღაც დალპა დანიის სამეფოში”. ..

P.S. გულზე მჯიღის ცემა მათგან, ვისთვისაც საქართველოსთვის ომი, ან სულაც ჯარში სამსახური მხოლოდ აბსტრაქციაა და ერთ დღეს ვინ ჩივის, ერთი საათი არ უმსახურიათ არსად, საერთოდაც მიუღებლად მიმაჩნია. დაოკდით ბატონებო, ჯარი გაწუხებთ ? წაბრძანდით, იმსახურეთ…
ვიცი, ბევრს არ მოგეწონებათ, რაც ვთქვი… არც მე არ მომწონს, როდესაც ქვეყნის შიგნით ღობეებს მივლებენ, ანდა სხვა ქვეყნის მესაზღვრეები ჩემს თანამოქალაქეებს ესვრიან.

P.S. ძალიანაც რომ არ დაიბნეთ, ნახეთ აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო..”, – წერს დავით თევზაძე.

მსგავსი მასალები