Face-ამბები

გიორგი რურუა: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე და ნიკა რურუას ძმა, რომელსაც სასამართლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუს აქვეყნებს.

გიორგი რურუას განმარტებით, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არა საკუთარ უკანონო დაკავებაზე წერს, არამედ ქვეყნის მთავრობას მიმართავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვეობიდან დაიხსნას. მისივე განცხადებით, არასოდეს უნახავს ის იარაღი, რის გამოც ედავებიან.

 

„ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო თანამოქალაქეებო!
მოგესალმებით გლდანის ციხიდან პოლიტპატიმარი გ.რურუა.
ეს პოსტი არ მინდა შეეხოს ჩემს უკანონოდ დაკავებას. გავრილოვის პატიმრების და ჩვენი ტვირთი არის ჩვეულებრივი ვალის მოხდა ქვეყნის წინაშე, რასაც თითოეული თქვენგანიც გააკეთებდა. მივმართავ უუნარო მთავრობას, უფრო ყურადღებით მოეკიდოს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს. ყველაფერი იღონოს, რომ დაიხსნას ტყვეობიდან სამაგალითო მოქალაქე!

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი. ერთადერთი, რაც მაწუხებს და მინდა იცოდეთ, არის ის, რომ იარაღი რასაც მედავებიან, თვალითაც არ მინახავს, მხოლოდ ფოტოზე ვნახე წარდგენილ განჩინებაში.

გამძაფრებული ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს, ყველაფერი ლოგიკურად და კარგად მიდის, მთავარია უიმედობამ არ გვაჯობოს!
დღევანდელი კრიზისი არის მთლიანად, ხელისუფლებაში დარჩენის მოტივით განპირობებული.

განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდებს!
ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელებთ თავგაწირული მოქალაქეების ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, გაფრინდაშვილისი და სხვების მაგალითებით!

პოლიტპატიმარი გ.რურუა“, – წერს რურუა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დატოვების შემდეგ დააკავეს. სამართლადამცავები მას იარაღის უაკნონო ტარება-შენახვას ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მსგავსი მასალები