Face-ამბები

ლადო კახაძემ პარლამენტის აპარატის თანამშრომელს პირველადი დახმარება გაუწია

პარლამენტში გაურკეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ 2 დეპუტატი და აპარტის 1 თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სოფო კილაძის თქმით, დაზარალებულთა შორის არიან ენძელა მაჭავარიანი და სვეტა კუდბა.

პარლამენტის თანამშრომელი, რომელიც შეუძლოდ გახდა უმრაველესობის დეპუტატ სოფიო კილაძისა და პოლიციის თანამშრომელის დახმარებით შენობიდან გაიყვანეს. პირველადი დახმარება საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელს უმრავლესობის დეპუტატმა, პროფესიით ექიმმა ლადო კახაძემ გაუწია.

Image may contain: 1 person, sitting and indoor

ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სხდომათა დარბაზში პოლიცია მივიდა. ადგილზე იმყოფებიან აგრეთვე შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.

მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებით, პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებენ.

მსგავსი მასალები