საზოგადოება

ნივთიერება, რომელიც პარლამენტის დარბაზში დაასხეს – მოძრაობა “სირცხვილია” განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებით, პარლამენტში დაქცეული ნივთიერება უსაფრთხოა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. მოძრაობა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელზეც ასახულია ნივთიერების ბოთლი, რომელიც პარლამენტში დაღვარეს.

“საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში”, –  წერია მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებაში.

Image may contain: drink

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხდომათა დარბაზში ორი დეპუტატი შევიდა და დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხა. ამის გამო მან, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. დეპუტატების თქმით, დარბაზში სუნი მას შემდეგ დადგა, რაც იქ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია გამოჩნდნენ.

თუმცა, “ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას არ იღებს და უმრავლესობის დეპუტატებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ტელეკომპანია “იმედმა” და “მაესტრომ” კი გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში “ევროპული საქართველოს” დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია.

მსგავსი მასალები