პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე: “ოცნება” დღეს ბოლომდე დაიმსხვრა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იზეიმა

მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ გვრჩება შეზღუდული ლეგიტიმური რესურსი იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს სამშობლო, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მდივანმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ცინიკური იყო.

“რეალობა ის არის, რომ სამშობლოს მართლა გვართმევენ. აქ ცხოვრების უფლებას გვართმევენ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცინიკური გადაწყვეტილება იყო, რაც დღეს იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე ხდებოდა. დღეს ყველა იმედი ბოლომდე დაიმსხვრა, “ოცნება” ბოლომდე დაიმსხვრა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოლომდე იზეიმა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14 კანდიდატს დაუჭირეს მხარი, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძეს და შალვა თადუმაძეს.ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა – თამარ ალანია 1 ხმა, მერაბ გაბინაშვილი 7 ხმა, შოთა გეწაძე 1 ხმა, მირანდა ერემაძე 6 ხმა, მამუკა ვასაძე 7 ხმა, მაია ვაჩაძე 7 ხმა, თანარ ზამბახიძე – 8 ხმა, შალვა თადუმაძე – 8 ხმა, ზაზა თავაძე – 0 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე – 6 ხმა, ლელა მიქაბერიძე – 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე – 8 ხმა, პაატა სილაგაძე – 2 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე – 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი – 7 ხმა, ნინო ქადაგიძე – 7 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი – 1 ხმა, ქეთევან ცინცაძე – 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე – 6 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი – 1 ხმა.

მსგავსი მასალები