პოლიტიკა

გიორგი გახარია: უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს “ტვიტერში” გამოეხმაურა.

“შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და სუამ-ის ლიდერებთან. ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის მეტი თანამშრომლობის უზრუნველმყოფ პროცესში მრავალმხრივი დიალოგი მთავარი შემადუღაბებელი აგურია”, – წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის პლენარული სხდომის შემდეგ, ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს.

მსგავსი მასალები