მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლეონარდო დიკაპრიო ამაზონში ხანძრების გაჩენის ხელშეწყობაში დაადანაშაულა

მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ტყეებში ხანძრების გაჩენაში ბრაზილიის პრეზიდენტმა დაადანაშაულა. ჟაირ ბოლსონარუს თქმით, ჰოლივუდელი ვარსკვლავი ტროპიკულ ტყეებში ცეცხლის გაჩენას აფინანსებდა.

„ლეონარდო დიკაპრიო კარგი ბიჭია, არა? მისი ფულით ამაზონის ტყეებში ხანძრებს აჩენენ“, – განაცხადა ბოლსონარუმ, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მას ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გადარჩენა სთხოვა.

თავად ლეონარდო დიკაპრიო და „მსოფლიო ველური დაცვის ფონდი“ უარყოფენ, რომ რამე სახის თანხა გადაურიცხეს მოხალისე მეხანძრეებს. ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდი გარემოსდაცვით საქმიანობას ხშირად აფინანსებს.

„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.

მსგავსი მასალები