სამართალი

ოკუპანტებმა 96 წლის კაცი დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან დაკავებები გრძელდება. ამჯერად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. დეტალები ამ წუთისთვის უცნობია, თუმცა  გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მოხუცის დაკავება სავარაუდოდ, სოფელ წუნევთან მოხდა.

ადგილობრივების განმარტებით, დაკავებული გორა ღარიბაშვილი  ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა. ქართველი მოხუცი ე.წ. საზღრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ოკუპანტებს რამდენჯერმე ჰყავთ დაკავებული.

დაკავებების სერიის ფონზე, ოკუპირებულ რეჟიმს, საერთაშორისო ზეწოლისა და ქართული მხარის მოთხოვნების მიუხედავად, კვლავ უკანონო პატიმრობაში ჰყავს ვაჟა გაფრინდაშვილი.

მსგავსი მასალები