TOP საზოგადოება

კონსტანტინე გამსახურდია: საშიში ჭრილობა აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა მძიმეა

ცოტნე გამსახურდიას მე-9 საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.

მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

“საკმაოდ საშიში ჭრილობა აქვს მიყენებული, დანისებრი ბასრი საგნით. მე როგორც ვიცი მარტო იყო. სხვა ინფორმაცია არ მაქვს”, – აღნიშნა გამსახურდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

შსს-ს ცნობით ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

მსგავსი მასალები