რეცეპტები

თევზით მომზადებული 3 სალათის რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე ერთი კვი­რა­ღა დარ­ჩა. ამი­ტომ, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ უკვე და­გეგ­მოთ, თუ რო­მე­ლი კერ­ძე­ბი და­ამ­შვე­ნებს თქვენს სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რას.

ორი­გი­ნა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცია და დახ­ვე­წი­ლი გე­მოს კომ­ბი­ნა­ცია – ეს სწო­რედ ისაა, რაც წარ­მა­ტე­ბულ დღე­სას­წა­ულს სჭირ­დე­ბა.

თუ იმ ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბით, ვი­საც ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ლა­თე­ბი („ოლი­ვიე“, „შუბა“ და სხვა) მო­ბეზ­რდა და მზად არის ახა­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის, ეს სტა­ტია თქვენ­თვი­საა!

წარ­მო­გიდ­გენთ სამი სა­ა­ხალ­წლო სა­ლა­თის რე­ცეპტს, თევ­ზი­სა და ხი­ზი­ლა­ლის შე­მად­გენ­ლო­ბით:

1. სა­ლა­თა „სა­მე­ფო“ – ორა­გუ­ლით, კალ­მა­რე­ბი­თა და ხი­ზი­ლა­ლით

დახ­ვე­წი­ლი სა­ლა­თა წი­თე­ლი თევ­ზით, კალ­მა­რე­ბი­თა და წი­თე­ლი ხი­ზი­ლა­ლით უნდა მო­ამ­ზა­დოთ, თუ თავს გურ­მა­ნად თვლით.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

წი­თე­ლი ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი 150 გ.

კალ­მა­რი 150 გ.წი­თე­ლი

ხი­ზი­ლა­ლა 2 ს/კ.

პარ­მე­ზა­ნი 60 გ.

მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი 2 ცალი.

მა­ი­ო­ნე­ზი 2 ს/კ.

მომ­ზა­დე­ბის წესი:

გა­ყი­ნუ­ლი კალ­მა­რი გა­ალღვეთ. მო­თუ­შეთ ტა­ფა­ში კა­რაქთან.აა­წყვეთ სა­ლა­თა: თეფ­შზე მო­ა­თავ­სეთ დაჭ­რი­ლი ორა­გუ­ლის ნაჭ­რე­ბი. შემ­დეგ – მა­ი­ო­ნე­ზი; მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი; კალ­მა­რი, ყვე­ლი (გა­ხე­ხი­ლი).სა­ლა­თა ზე­მო­დან მორ­თეთ წი­თე­ლი ხი­ზი­ლა­ლით.

2. სა­ლა­თა „სა­ა­თი“

სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

ქა­შა­ყის ფილე

კარ­ტო­ფი­ლი 3 ცალი

კვერ­ცხი 3 ცალი

რბი­ლი ყვე­ლი 4 ცალი

სტა­ფი­ლო 2 ცალი

ნა­ღე­ბის კა­რა­ქი 30 გ.

ხახ­ვი 1 თავი

მა­ი­ო­ნე­ზი 250 გ.

ოხ­რა­ხუ­ში (მო­სარ­თა­ვად)მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით

მომ­ზა­დე­ბის წესი:

მო­ხარ­შეთ ბოსტნე­უ­ლი და კვერ­ცხი. გა­ა­ცი­ვეთ.თეფ­შზე და­დეთ რგო­ლი (სა­ლა­თის ფორ­მის მი­სა­ცე­მად, რო­მელ­საც შემ­დეგ მოხ­სნით).გა­ხე­ხი­ლი კარ­ტო­ფი­ლი ჩა­ა­ფი­ნეთ ფორ­მის ძირ­ში, კარ­გად და­აბრტყე­ლეთ კოვ­ზით. წა­უს­ვით მა­ი­ო­ნე­ზი.და­ჭე­რით ქა­შა­ყი და და­ა­დეთ კარ­ტო­ფი­ლის ფე­ნას.ხახ­ვი და­ჭე­რით პა­ტა­რა კუ­ბე­ბად და მო­ა­ყა­რეთ თევზს. ყვე­ლა ფე­ნას გა­და­უს­ვით მა­ი­ო­ნე­ზი.კვერ­ცხის გუ­ლე­ბი და ცილა გა­ა­ცალ­კე­ვეთ. გული გა­და­ი­ნა­ხეთ, ცილა და­ჭე­რით წვრი­ლად და მო­ა­ყა­რეთ ხახვს.რბი­ლი ყვე­ლიც გა­ხე­ხეთ და და­ა­დეთ შემ­დეგ ფე­ნად. ზე­მო­დან მა­ი­ო­ნე­ზი გა­და­უს­ვით.გა­ყი­ნუ­ლი კა­რა­ქი გა­ხე­ხეთ სა­ხეხ­ზე და მო­ა­ყა­რეთ ყველს.ზე­მო­დან მო­ა­თავ­სეთ გა­ხე­ხი­ლი სტა­ფი­ლო და კვერ­ცხის გუ­ლე­ბი. სა­ლა­თა მზა­დაა. მორ­თეთ ზე­მო­დან ისე, რომ სა­ა­თის ვი­ზუ­ა­ლი მი­ი­ღოთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ სტა­ფი­ლო, ოხ­რა­ხუ­ში და მა­ი­ო­ნე­ზი.

3. სა­ლა­თა “ნაძ­ვის ხე”

ამ­გვა­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ლა­თა ძა­ლი­ან უხ­დე­ბა სა­ა­ხალ­წლო სუფ­რას.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

ნორ­ვე­გი­უ­ლი ორა­გუ­ლი; ყვე­ლი – 250 გრ; ლი­მო­ნის წვე­ნი; კრე­კე­რი; მწვა­ნი­ლი; ბრო­წე­უ­ლის და სი­მინ­დის მარ­ცვლე­ბი მო­სარ­თა­ვად.

მომ­ზა­დე­ბის წესი:

სა­ლა­თის მომ­ზა­დე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. წვრი­ლად და­ჭე­რით ორა­გუ­ლი, და­უ­მა­ტეთ გა­ხე­ხი­ლი ყვე­ლი. მი­ღე­ბულ მა­სას და­ა­მა­ტეთ ცოტა ლი­მო­ნის წვე­ნი და შე­ა­ზა­ვეთ. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აუ­რი­ეთ, რომ ერ­თგვა­რო­ვა­ნი მასა მი­ი­ღოთ.მი­ე­ცით მას კო­ნუ­სის ფორ­მა და მწვა­ნი­ლით (კამა) მორ­თეთ ისე, რომ ნაძ­ვის ხეს და­ემ­სგავ­სოს.ზე­მო­დან სტა­ფი­ლოს ვარ­სკვლა­ვი და­ად­გით.სა­თა­მა­შო­ე­ბის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ბარ­და, ბრო­წე­უ­ლის და სი­მინ­დის მარ­ცვლე­ბი, წი­თე­ლი და ყვი­თე­ლი ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა ან კრე­კე­რე­ბი.

ცნო­ბის­თვის, თევ­ზის მრა­ვალ­ფე­რო­ვან და ხა­რის­ხი­ან არ­ჩე­ვანს გვთა­ვა­ზობს „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „ოკე­ა­ნე“, რომ­ლის ასორ­ტი­მენ­ტში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს პრე­სერ­ვებს.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი მასალები