ვიდეოები

„შეგიძლიათ სიკეთით მოკლათ“ – კევინ სპეისი მორიგ უცნაურ საშობაო ვიდეოს აქვეყნებს

ამერიკელმა მსახიობმა კევინ სპეისიმ, რომელიც ერთი წელია, სოციალურ ქსელებში არ გამოჩენილა, შობის წინ გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით KTWK, რომელშიც სერიალ „ბანქოს სახლის“ გმირის, აშშ-ის პრეზიდენტ ფრენკ ანდერვუდის სახით წარსდგა. ვიდეოში ის  წითელ საშობაო სვიტერში ბუხართან ზის.

„თქვენ ხომ არ გეგონათ, რომ გავუშვებდი შესაძლებლობას, თვქენთვის ბედნიერი შობა მომელოცა? ეს საკმაოდ კარგი წელი იყო და მიხარია, რომ ჯანმრთელობა დამიბრუნდა“, –  თქვა 60 წლის მსახიობმა საშობაო ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, სპეისი საავადმყოფოში იწვა მას შემდეგ, რას ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

„ამის ფონზე რაღაცები შევცვალე ჩემს ცხოვრებაში და მინდა, რომ შემომიერთდეთ. 2020 წლის მიახლოებასთან ერთად მინდა ჩემი ხმა მივცე იმას, რომ მსოფლიოში მეტი სიკეთე სუფევდეს. დიახ, მე ვიცი, რაზე ფიქრობთ, „სერიოზულად ლაპარაკობს? საკმაოდ სერიოზული ვარ. 

და ეს რთული არაა, დამიჯერეთ. შემდეგში, როცა ვიღაცა იმას გააკეთებს, რაც არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ თავს დაესხათ. ასევე შეგიძლიათ, არ ესროლოთ და მოულოდნელი რამ გააკეთოთ… შეგიძლიათ, სიკეთით მოკლათ“, – თქვა სპეისიმ, რის შემდეგ ვიდეოში შემზარავი მუსიკა ისმის.

ეს  სპეისის რიგით მეორე საშობაო ვიდეოა, რომელიც მან მას შემდეგ გამოუშვა, რაც მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. წინა წლის ვიდეო  სახელწოდებით Let Me be Frank სპეისიმ მის მიმართ სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ გამოუშვა. მაშინაც მსახიობი ფრენკ ანდერვუდის სახელით საუბრობდა.

ცნობისთვის, აღნიშნული ბრალდებების შემდეგ „ბანქოს სახლის“ შემქმნელებმა სპეისისთან თანამსრომლობა შეწყვიტეს.  სერიალის ბოლო სეზონის მიხედვით, ანდერვუდი ამოუხსნელ ვითარებაში კვდება.

მსგავსი მასალები