მსოფლიო

უკრაინაში გენერალური პროკურატურა გაუქმდა

უკრაინაში გენერალური პროკურატურა გაუქმდა და გენერალური პროკურორის ოფისი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული უწყება პოლიტიზირებული იყო და მაღალი თანამდებობების პირების ინტერესებს ემსახურებოდა. ამასთანავე, მოსახლეობის 70% გენერალური პროკურატურის მუშაობას არ ენდობოდა.

“გენერალური პროკურატურის სისტემაში იყვნენ პროკურორები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ სამართლიანობის ინტერესიდან გამომდინარე ემოქმედათ, ოლიგარქებს, პოლიტიკური ძალების, და უკრაინულ საზოგადოებაში სხვა გავლენიანი პირების ინტერესებს ემსახურებოდნენ ან უბრალოდ, პროკურორის უფლებამოსილების გამოყენებით გამდიდრდნენ ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის ორთვიანი სერტიფიცირების შედეგების თანახმად, 1339 ადამიანიდან  სერტიფიცირება წარმატებით მხოლოდ 610-მა გაიარა.

უწყების განცხადებით, ახალი კადრების შერჩევა მიმდინარე თვეში დაიწყება და არჩევანი მხოლოდ პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.

მსგავსი მასალები