Face-ამბები

“მამამ გვასწავლა ეს ლოცვა… ჰოდა, დამილოციხართ ყველა!”

ნოდარ დუმბაძის შვილი, მანანა დუმბაძე facebook- ის გვერდზე აქვეყნებს სტატუსს და ახალ წელს ყველას ნოდარ დუმბაძის ცნობილი ლოცვით ულოცავს:

“ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად.

დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კერია – ფრინველით და გული – სათნოებით. ააჟრიამულე ეზო-კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე ბედნიერებავ ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი კაცი და მწყემსი საქართველოს. ნატვრის თვალი დაუდე ამ ახალი წლის ღამით სასთუმალს ყველას, რათა დილით ადგეს, ნახოს და მამულის უკვდავება ინატროს! მიიღე მამულო, ჩემგან ეს ლოცვა”! – წერს მანანა დუმბაძე.

მსგავსი მასალები