Face-ამბები

„საპენსიო თანხაც ამწაპნეს, რომ აღარაფერი ვთქვათ დარჩენილ სახელფასო ვალდებულებაზე“

ჩემი საპენსიო თანხაც ამწაპნეს, რომ აღარაფერი ვთქვათ დარჩენილ სახელფასო ვალდებულებაზე, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეკა კვესიტაძის facebook სტატუსს:

„ჩემი საპენსიო თანხაც ამწაპნეს, 5000 ლარი. რომ აღარაფერი ვთქვათ დარჩენილ სახელფასო ვალდებულებაზე – 110.000 ლარზე. ალო, ექვსმაგი ხელფასით ხალხის დამბოლებლებო, ჯერ დავალიანება რო გაიატუმროთ, არ ჯობია? მერე ყადაღას მომიზეზებით არც იმ ექვსმაგებს არ გასცემთ, ჩვენსას კი არა. არა და, მაინც მოგიწევთ. EBUს ყადაღას თქვენს ქონებაზე, ჩემი მოყვება მალე – აქ ნათქვამს პლიუს 5 მილიონიან დოლარიანი საკონტრაქტო ვალდებულება“, – წერს ნიკა გვარამია.

მანამდე კი ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„პაატა სალია არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი. დღეს ჩემი მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო ფონდში მითხრეს, რომ ჩემი კუთვნილი თანხა სახელმწიფომ 1 აგვისტოს გადაურიცხა “რუსთავი 2-“-ს. თუმცა ტელეკომპანიას ეს თანხა ჩემთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ანუ გარდა იმისა, რომ “რუსთავი 2” არ მაძლევს ჩემს კუთვნილ ხელფასს, მან ასევე მიითვისა ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ფონდიდან გადაურიცხა ტელეკომპანიას ჩემთვის დასაბრუნებლად. The Prosecution Service of Georgia სალიას მიერ რუსთავი 2-დან თანხების მითვისებაზე რომ დაიწყებთ გამოძიებას, ეს საქმეც არ დაგავიწყდეთ!“ – ვკითხულობთ ეკა კვესიტაძის facebook- ის გვერდზე.

მსგავსი მასალები