მსოფლიო

უკრაინამ გააპროტესტა ყირიმში პუტინის ჩასვლა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ანექსირებულ ყირიმში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩასვლის გამო.

სამინისტროს პრესმდივანმა ეკატერინა ზელენკომ ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაეგზავნა დროებით ოკუპირებულ ყირიმში პუტინის მორიგი, უკრაინასთან შეუთანხმებელი ვიზიტის გამო, რომლის მიზანი იყო რუსეთის ფლოტის უკანონო წვრთნებზე დაკვირვება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პუტინის ვიზიტი უხეშად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

პრეზიდენტი პუტინი ანექსირებულ ყირიმში 9 იანვარს ჩავიდა და სარაკეტო კრეისერიდან „მარშალი უსტინოვი“ აკვირდებოდა შავ ზღვაში რაკეტების გამოცდას.

ყირიმში პუტინის წინა ვიზიტი 2019 წლის დეკემბერში შედგა. რუსეთის პრეზიდენტი ყირიმის ხიდის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების ცერემონიას დაესწრო.

მსგავსი მასალები